,,მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, აღენიშნება სისუსტე”- შოთა თუთბერიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადასტურებს.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტემპერატურა და თავს სუსტად გრძნობს. ამასთან, ანალიზის პასუხებიც გაუარესებულია.

,,მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, აღენიშნება სისუსტე, მისივე თქმით აღენიშნება სისუსტე და ტემპერატურა. დღეს გადმომეცა სამედიცინო ისტორია, რომელიც გამოთხოვილი მქონდა საკმაოდ დიდი ხნის წინ. შევეცდებით სწარაფად გავიაროთ ეს საუბარია ბოლო დროინდელ მკურნალობის სამედიცინო ისტორიაზე”- აღნიშნა ადვოკატმა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით პენიტენციურ სამსახურში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ.

 

მსგავსი თემები