თენგიზ ცერცვაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია , თითქოს  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მედიის ცნობით, კლინიცისტმა გათავისუფლების მოთხოვნით შესაბამისს უწყებას უკვე მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის უკმაყოფილება სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება აუდიტთან დაკავშირებით.

,,მე როგორც მოგახსენეთ, ვიცი, რომ უკმაყოფილება  ბატონი თენგიზ ცერცვაძის ასევე სხვა კლინიცისტის, უკავშირდება სოციალურ ქსელებში ამტყდარ აჟიოტაჟს, რომ  კლინიკების მხრიდან ვლინდება დიდი დარღვევები და ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოსასმენი მათთვის. თუ იქ რამე გადაცდომა აღმოჩნდა, რის გამოც იქ აუდიტი მუშაობს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს ექნება შესაფერისი კონსტრუქციული უკუგება და პროცესი გაგრძლდება ჩვეულ რეჟიმში”- აცხადებს თამარ გაბუნია.

 

მსგავსი თემები