„აზოვსტალის“ ქარხანაში ოკუპანტები შეიჭრნენ

მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ვერ მოხერხდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანაში ახლა ბრძოლა მიმდინარეობს. ამასთან უკრაინელ სამხედროებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები