„აზოვსტალიდან“ 100-მდე  ადამიანი გამოიყვანეს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან, კერძოდ, „აზოვსტალის ქარხნიდან“ 100-მდე მშვიდობიანი ადამიანი გამოიყვანეს. მათი გამოყვანა “წითელი ჯვრისა” და გაეროს ჩართულობით მოხერხდა.

„ხვალ მათ ზაპოროჟიეში შეხვდებით. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის. ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან დანარჩენი მოქალაქეების ევაკუაციაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიან მოქალაქეები. იქვე არიან დაჭრილებიც, რომელთა გაყვანა ვერ ხერხდება.

თითქმის 2 თვეა, უკრაინელები “აზოვსტალის” მიწისქვეშა გვირაბებში იმალებიან.

 

 

მსგავსი თემები