პოლონეთმა 200-ზე მეტი ტანკი გაუგზავნა უკრაინას

პოლონეთმა უკრაინას T72-ის ტიპის 200-ზე მეტი ტანკი და რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანა გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული მედიაში  ვრცელდება.

გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო დანაყოფი აღიჭურვება.

შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა, 2S1 ტიპის თვითმავალი “ჰაუბიცები”, “გრადის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და რაკეტები MiG-29 და Su-27 ტიპის თვითმფრინავებისთვის.

მსგავსი თემები