“ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა” – დეპუტატი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა.

„არ ვიცი, პროფესიული დასკვნა ან მოსაზრება, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საქართველოში არც პენიტენციურ სამსახურში და არც მის გარეთ არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისი, რომლისთვისაც აუცილებელია ადამიანი უცხოეთში წავიყვანოთ, ასეთი ახსნა არ არსებობს. საუბარი იმაზე, რომ სტრესის ქვეშ იმყოფება, საუბედუროდ, ციხეში მოხვედრილი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ასეთ სტრესს განიცდის. ასეთი სახის განცხადებები და ულტიმატუმები მიზნად არ ისახავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების მოწესრიგებას, რაც როგორც ჩანს, არც ისეა საკითხი წარმოჩენილი, როგორც რეალურად არის. ალბათ, ულტიმატუმის დამყენებელ ადამიანებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მეტად რომ აწუხებდეთ. პირველი მოწოდება იქნებოდა, ცილის მიღება აღადგინოს, რადგან როგორც ექიმებისგან ცნობილი გახდა, ჯანმრთელობის პრობლემებს ცილის მიუღებლობა უქმნის. ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა, ამაზე პასუხი გაქვთ?- განაცხადა დეპუტატმა

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ორგანიზებულ აქციას, საზოგადოების დიდი ნაწილი არ შეუერთდება.

,,არ მგონია, რომ ასეთი სახის საკითხებზე აქციების მოწყობას დიდი რესურსი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ მოთხოვნა, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს. როცა პროტესტის მიზეზი დაუსაბუთებელია, აქციის ორგანიზატორებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ აქციებს დიდი მხარდაჭერა ექნება“- განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი თემები