ვირუსით 58 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 243 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.37%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 313.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.14%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 004.

მსგავსი თემები