უკრაინაში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ

უკრაინის გასაძლიერებლად, მხარდასაჭერად და თანამშრომლობის გამოსახატად, ამერიკის შეერთებული შტატებია სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინაში იმყოფებიან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის, სადაც თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები განიხილეს.

ამერიკა უკრაინას დამატებით 322 მილიონ დოლარიან დახმარებას გამოუყოფს და დახმარების პაკეტი ეტაპობრივად გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ზელენსკისათან შეხვედრაზე გააჟღერა.

გარდა აღნიშნულისა, აშშ ისევ გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან, რომ დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში. ასევე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე ოფიციალურად წარადგენს უკრაინაში ელჩად  ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზეა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის – ლოიდ ოსტინის განცხადებით კი ამერიკული სამხედრო დახმარების ფარგლებში ჰაუბიცების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.

 

მსგავსი თემები