„ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რუსული ელექტროენერგიისგან უფრო დისტაცირდეს“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

​სემეკ-ის თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანა შეეცდება, დისტანცირება მოახდინოს.

„იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის იმპორტზე რაღაც ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება, ან ა.შ. ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე უფრო მეტად დისტანცირდეს. უბრალოდ, როცა იაფი ენერგია არის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, უარი ვთქვათ და სხვა ქვეყნიდან უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ეს მერე ზეწოლას ტარიფზე ახდენს, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები