„ენერგეტიკულად, მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

​სემეკ-ის  თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში  ელექტროენერგიის მხრივ, რუსეთთან ქვეყნის დამოკიდებულებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები.

მისივე შეფასებით, გაზაფხულზე ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ადგილობრივ მოთხოვნის სრულად უზრუნველსაყოფად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ და ენერგიის იმპორტი საჭირო არ იქნება.

„ენერგეტიკულად მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები. ელექტროენერგიას ვიღებთ როგორც რუსეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კონკრეტულ თვეს, თუ რომელი ქვეყნიდან ვიღებთ ელექტროენერგიას დამოკიდებულია კონკურსის საფუძველზე – ფასზე, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ მარტში შედარებით გაიზარდა იმპორტი, უბრალოდ მარტი შედარებით ცივი თვე იყო და მაღალი მოხმარება იყო და ენერგიის იმპორტი ხდებოდა.

ახლა, გადავდივართ იმ ფაზაში, როდესაც ენერგიის იმპორტი არ დაგვჭირდება, რადგან წყალუხვი გაზაფხული იქნება. ამიტომაც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ იმისათვის, რომ ადგილობრივ მოთხოვნა სრულად იქნას უზრუნველყოფილი. მეტიც, ვვარაუდობთ, რომ საექსპორტო ელექტროენერგიაც გვექნება“ –  განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები