ქართული დელეგაცია ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

უკრაინაში  მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრები უკრაინის რადა თავმჯდომარესთან ერთად, განადგურებულ ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა. სტეფანჩუკმა მათ სწორედ ის ტერიტორიები დაათვალიერებინა, სადაც ოკუპანტებმა სისასტიკე ჩაიდინეს და მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს.

„ჩემს კოლეგასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფებით ქალაქ ირპენში. ჩვენ უკან არის კულტურის სახლი.  ხედავთ, ის იყო სამხედრო ობიექტი, სადაც რუსების სამხედრო ნაწილებს სურდათ შეღწევა. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ არაერთი ლოკაციაზე მოგვენახულებინა, ეს არის ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც ვნახეთ სამარხები, სადაც ახლა უცხოელი კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს უკრაინაში ჩამოსვლისთვის, რადგან ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა“ – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მსგავსი თემები