ნიკა კვარაცხელიას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობა დაუკვეთეს

,,არ იცნობდა კავილიძე-ჭელიძეს და იმ ორ საცოდავ ახალგაზრდას არ შეეძლოთ, მოეკლათ ჩემი შვილი, ამ დონეზე შემიძლია, ვიფიქრო, რომ ჰყავს დამკვეთი“ – ამის შესახებ მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედამ განაცხადა.

კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის თქმით,  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კანონის სრული სიმკაცრით, ჯგუფური ძალადობისთვის უნდა დაისაჯონ.

„თუ თანამზრახველები არ არიან დასჯილები, იკვეთება, რომ გამოძიება არ მუშაობდა კარგად. თანამზრახველები აქამდეც უნდა იყვნენ დაკავებულები. მაქვს ეჭვი, რომ „ვიღაცეები“ „რაღაც-რაღაცებს“ აკეთებინებენ. ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, ჰქონდა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა წარმატების საწინდარი“ – განაცხადა იზა ომაძემ.

მსგავსი თემები