ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელისთვის გაგზავნილ საჩუქრებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს

ისრაელის  მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელის მინისტრებისთვის გაგზავნილ საჩუქრებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს.

როგორც მედია წერს, ჩინეთის საელჩომ ისრაელის სამთავრობო უწყებებს საჩუქრად თერმოსები გაუგზავნა, რომლებშიც გეგმური შემოწმების შედეგად, საეჭვო დეტალები აღმოაჩინეს. დამატებითი შემოწმების შედეგად, ეს იყო ჯაშუშური მოწყობილობა.

მედიის  ინფორმაციით, ჩინეთის საელჩომ საჩუქრები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში გააგზავნა. სასაჩუქრედ განკუთვნილი თერმოსი მანამ შეისწავლეს, ვიდრე მინისტრის ოფისში მოხვდებოდა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ყველა სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლები გააფრთხილა, გამოიჩინონ სიფრთხილე საჩუქრების მიღებისას.

მსგავსი თემები