„ბორელს ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომს რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებს და მიზეზებსაც განმარტავს. მისი თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი არის ის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრულ დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში.

„უკრაინისგან  დაიწყეს ერთგვარი პლაცდარმის შექმნა მოსკოვის საბოლოოდ დასათრგუნად და მის დასაქვემდებარებლად დასავლეთის მიერ აშენებულ გლობალურ სისტემაში. რუსეთი არასდროს დაემორჩილება ამ ზეწოლას. ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიით და ტრადიციებით შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების წევრი მხოლოდ თანაბარი პირობებით საერთ ო უსაფრთხოების სისტემაში. რაც შეეხება ბორელის სიტყვებს, ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა. უკრაინაში სპეცოპერაციის კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრულ დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში. რუსეთი მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებას“ – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი.

 

მსგავსი თემები