„ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული“  –  პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობაზე  

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი ირიბად მთავრობას მიანიშნებს, რომ ეს არის ეროვნული საკითხი და კითხვარის შევსების საკითხში ოპოზიცია-პოზიცია თუ მოსახლეობა ერთიანად უნდა იყოს ჩართული.

„ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. ეს არის ერონული საქმე. ეს არის ეროვნული ინტერესი და არ წარმომიდგენია ამაზე ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. ამ საქმის მიმართ ჩვენ ყველანი ვართ გაერთიანებულნი. ეს ეხება მთლიანად საქართველოს მოსახლეობას თუ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა. ჩვენი მომავალი სასწორზეა და უნდა გადავწყვიტოთ როგორ გვინდა რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას პირდაპირ უსაყვედურა მაშინ, როცა წევრობის განაცხადს პრემიერმა ღარიბაშვილმა საკუთარ კაბინეტში ერთპიროვნულად მოაწერა ხელი და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში სხვა არავინ ყოფილა ჩართული.  ამჯერად კი პრეზიდენტმა ირიბად გააკეთა გზავნილი, რომ კითხვარის შევსებაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს.

„ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული“  – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის სპეციალური კითხვარი უკვე მიიღო

მსგავსი თემები