უკრაინა ყველას მადლობას უხდის, ვინც რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა

დღეიდან, ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება და ყველას მადლობას უხდის, ვინც გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს. სამხედრო დამნაშავეების ადგილი გაეროში იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, არ არის. მადლიერები ვართ ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს“, – წერს დმიტრო კულება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი და ბოლივია. 58 წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს  

მსგავსი თემები