მაროდიორმა-ჯარისკაცებმა რუსეთში 2 ტონამდე მოპარული ნივთები გაგზავნეს  

ტექნიკა, მანქანების ნაწილები, საბურავები, ავეჯი, ტანსაცმლი, ტელევიზორები, კონდენციონერები, უნიტაზები, ოქრო, ფეხსაცმელები – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რუსმა სამხედო-მაროდიორებმა უკრაინიდან მოიპარეს, შეფუთეს და საფოსტო გზავნილებით რუსეთში გაგზავნეს.

ყველაფერი გადაღებულია, ყველაფერი აღბეჭდილია, ყველა სახე კარგად ჩანს, ვინც საფოსტო განყოფილებაში მივიდა, დოკუმენტები გააფორმა და ნაძარცვი ქონება სახლში გაგზავნა.  უფრო მეტიც, არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახის წევრებს უკავშირდებიან და უყვებიან, რა მაგარი ნივთები ჩაიგდეს ხელთ და რას უგზავნიან მათ.

გახარებული ოჯახის წევრები კი ეუბნებიან, რომ ყველაფერი საჭიროა, რაც შეხვდებათ ყველაფერი გაგზავნონ. უფრო მეტიც, ავალებენ კიდეც, რა სჭირდებათ და რა გაუგზავნონ.

არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსი მაროდიორები გარდაცვლილებსაც აცლიან, თუ ვინმეს ძვირფასი სამკაული უკეთია. უკრაინიდან რუსეთში გაგზავნილია 2 ტონამდე ნაძარცვი ნივთი. ნაძარცვი ქონება რუსეთში ბელორუსის გავლით გაიგზავნა.

მსგავსი თემები