„უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

დღეს ბრიუსელში სამი სამიტი იმართება. სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უნდა მიიღონ. სამიტამდე კი პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტი უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც კრემლმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დაიწყო საუბარი.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი დასავლეთს ისევ მიმართავს და ახსენებს, რომ უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია.

„უნდა შევაჩეროთ რუსეთი, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თავისუფლების მხარდასაჭერად, თუმცა, ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. გთხოვთ, წინ აღუდგეთ ამ ომს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს: „თქვენი სახელმწიფო მსოფლიოსგან თქვენს იზოლირებას ახდენს, რომ გაუმარტივდეს თქვენი გაკონტროლება და უფრო მარტივად გაგიშვათ ომში. გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოყევით ომზე სიმართლე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები