„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე დასრულდება“ – აცხადებენ კრემლში

კრემლის პრესმდივანი კმაყოფილია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით და აცხადებს, რომ გეგმას მიყვებიან.

„რუსეთს აქვს მისი დამოუკიდებელი პოტენციალი, რათა გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში. ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და დროულად დასრულდება“ – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა მთავარ ქალაქებზე შტურმის მიტანისგან თავის შეკავების ბრძანება გასცა.

„ოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად გასცა განკარგულება, რათა თავდაცვის სამინისტროს თავი შეეკავებინა საკვანძო ქალაქებზე მყისიერი შტურმის მიტანისგან, მათ შორის კიევზეც, იმის გამო, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები მძიმე სამხედრო ტექნიკას უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში განალაგებენ. ოპერაცია სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა,“-  აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინაში 90 ბავშვის გარდაცვალება დადასტურებულია

 

მსგავსი თემები