თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთში პოტენციური შეჭრის საშიშროების გამო უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს.
არსებულ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. მათივე თქმით, შესაძლებელია, პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების “სტინგერისა” და რუსეთიდან შეძენილი “მე-17” ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა. მედიის ინფორმაციით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში,ახალი სანქციების პაკეტებს დააწესებენ.