400 000-მდე ვაქცინას ვადა თვის ბოლოს გასდის  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაბრაზებული და გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს 400 000-მდე დოზა ვაქცინა უფუჭდება.

„აუთვისებელი რჩება 400 ათასამდე დოზა ვაქცინა, რომელსაც ვადა მარტის ბოლოს გასდის. შარშან ქვეყანამ 5 მლნ დოზა ვაქცინას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის . აქედან „ფაიზერი“ გვქონდა 2 მილიონზე მეტი. აქედან 1 მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველად ჩამოსული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გვაჩუქა, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეს „ფაიზერი“ დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია ამერიკის დონაცია, რომელიც ივლისში პირველი შემოვიდა – სრულად ავითვისეთ აგვისტო-სექტემბერში“ განცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები