რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დანიაც უერთდება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – იეპე კოფოდის განცხადებით, ქვეყანა სრულად უერთდება იმ სანქციებს, რომელიც მსოფლიომ რუსეთს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაუწესა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, სანქციები ნავსადგურებზე წვდომის შეზღუდვასაც შეეხება.

„ჩვენ ვხედავთ რუსული მხრიდან განურჩეველ სამხედრო მოქმედებებს მოქალაქეების, სკოლების, საავადმყოფოების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ თავდასხმა ხორციელდება სამოქალაქო შენობებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს არის სავარაუდო ომის დანაშაული, რასაც  უნდა მოჰყვეს შედეგები. უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერის გაგრძელება. ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ პუტინი და მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა იეპე კოფოდმა.

როგორც დიპლომატი განმარტავს, დანიის მხრიდან ყველა მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

„დანიის მხრიდან, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა შესაძლო მკაცრს სანქციას, რომელზეც შევთანხმდებით, მათ შორის საზღვაო ნავსადგურებზე წვდომის შეზღუდვას, ხმელეთზე რუსული-ბელარუსული ტრანსპორტის შეზღუდვას, ასევე სხვა სახის სანქციებს. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“ – აცხადებს საგარეო მინისტრი.

 

 

მსგავსი თემები