მარია კალიურანდის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ უთხრა, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა დაუშვას

ესტონელი ევროპარლამენტარი საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს. მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მან ყოფილ პრეზიდენტს მკაფიოდ უთხრა, არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ევროპარლამენტარის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი რთული და კრიტიკულია.

“მე როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს” – ამბობს ინტერვიუში მარინა კალიურანდი.

მისი განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა გამოხატოს ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დააფიქსირებენ.

ევროპარლამენტარისთვის ასევე მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაც.

ჟურნალისტის შეკითხვას – ფარული მიყურადების მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით, კალიურანდი პასუხობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი უპატიებელია და დიდ დარტყმას აყენებს დემოკრატიას. 

მსგავსი თემები