“ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი „ქალაქ ნავსადგურის“ მარიუპოლის ბლოკადას ომის დანაშაულს უწოდებს და აცხადებენ, რომ  ეს არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ.

მარიუპოლში 400 000-ზე მეტი ადამიანი ორ კვირაზე მეტია ბლოკადაშია. მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგიის, არ აქვთ გათბობა, წყალი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

„ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლი შევა პასუხისმგებლობის ისტორიაში სამხედრო დანაშაულებისთვის. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც. და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის” – აცხადებს პრეზიდენტი.

რაც შეეხება მარიუპოლის დაბომბილ თეატრს, სადაც ბავშვები აფარებდნენ თავს, მაშველებს ადამიანები ჯერ კიდევ არ გამოუყვანიათ. მიმდინარეობს ძებნა.

მსგავსი თემები