Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 311 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 641 874.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.