ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები უკრაინაში უვიზოდ შევლენ

ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში სავიზო პროცედურებს ამარტივებს, რომელიც ჰუმანიტარულ მისიებში ჩართულ პირებს შეეხება.

პრეზიდენტმა, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.

გადაწყვეტილება ეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან საერთაშორისო სამედიცინო ან ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ფონდების ან პროგრამების, ასევე სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

მსგავსი თემები