ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკისა  თუ ევროპის სანქციების რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად იზრდება. თითქმის არ დარჩა რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები, ვინც სანქციებში არ მოექცა. ამჯერად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა.

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის და რუსეთზე ზეწოლა კიდევ გაგრძელდება.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. მეოთხე და დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, დემოკრატიის ნგრევაზე, ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებზე,  მიიღებს პასუხს მსოფლიოსგან და ეს მხოლოდ დასაწყისია“, -აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები