„თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, რუსული რაკეტები ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ცის ჩაკეტვას ისევ ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლიდერებს არწმუნებს, რომ ოკუპანტის რაკეტა ნატოს ქვეყნებშიც ჩავარდება.

„შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. ახლა კი გიმეორებთ – თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის თქმით, ერთ დღეში, უკრაინის ტერიტორიაზე 30 რაკეტა ჩამოვარდა.

„მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო სამშვიდობოების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი დაზიანებები მიიღო. ამ პოლიგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. იქიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში კი  ნატოს საზღვრებია“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები