მიიღებს თუ არა პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? – პესკოვის პასუხი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებდა თუ არა ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.

მისი განცხადებით, “ძალიან ნაადრევია” საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

“პრეზიდენტს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინს “ძალიან აქტიური გრაფიკი და დატვირთული დღის წესრიგი” აქვს.

მსგავსი თემები