„ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდორესპუბლიკების ადგილი არ არის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და არა რუსეთის თავდაცვის უწყება, რომელიც ატყუებს ყველას,  მილიონობით მოქალაქეს და თუნდაც ამ ქვეყნის ლიდერს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამბობს, რომ რაიმე სახის „კომიტეტი“ უკრაინის მიწაზე არასდროს იქნება.

„ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“ იგივენაირად მკვდრად შობილია, როგორც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“. იმისთვის, რომ მოაწყონ, რაიმე სახის „კომიტეტები“ ჩვენს მიწაზე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ ხალხის ნების წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღე საპროტესტო აქციაზე გამოდის. კოლაბორაციონისტები თვითონ აწერენ ხელს საკუთარ განაჩენს. ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდორესპუბლიკების ადგილი არ არის. უკრაინა ამ გამოცდას გაუძლებს. ჩვენ გვჭირდება დრო და ძალა, რათა ომის მანქანა გავტეხოთ, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები