თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი რუსეთისგან მომავალ  მორიგ საშიშროებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, ქიმიური იარაღის გამოყენებას.

,,როდესაც რუსეთს აქვს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, თვალყური უნდა ვადევნოთ რუსეთს, რადგან შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან შექმნას ,,ცრუ დროშის” ოპერაცია მათი გამოყენებით“ – აცხადებენ თეთრ სახლში.

ჯენ ფსაკის შეფასებით,  რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ისევე, როგორც იმის გამოცდილება, რომ დაადანაშაულოს დასავლეთი იმ დარღვევებში, რომლებსაც რუსეთი თავად ახორციელებს.

მსგავსი თემები