საქართველოს, ჯამში,  ხორბლის და ფქვილის 2 თვიანი მარაგი გააჩნია  – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველო ფქვილისა და ხორბალს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებდა, სადაც, ერთში ომია გაჩაღებული, მეორე კი პირველს ბომბავს. უკრაინა და რუსეთი სწორედ ის ქვეყნების საიდაც როგორც ხორბლით ისე ფქვილით ვმარაგდებოდით.

როგორც  „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამმედიაცენტრ  მთავარში“ განაცხადა, 2 თვე ქვეყანას პრობლემა არ იქნება, შემდეგ კი მარაგი ნებისმიერ ფასად უნდა შეივსოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სერიოზული დაღი დაასვა ყველა მიმართულებას, მათ შორის მოექცა ხორბლის ბაზარიც, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ხორბლის მიწოდების 30% მოდის რუსეთსა და უკრაინაზე. შესაბამისად, ომმა გავლენა იქონია ბაზარზე. რუსული და უკრაინული „პორტები“ შავი ზღვის მხრიდან დაკეტილია. შესაბამისად, გარკვეულად ბაზრებზე მოხდა ფასების მატება“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, არსებობს ალტერნატივა, თუმცა, ფასი გაძვირდება.

„ღიაა რუმინეთის მხარე, საიდანაც შეიძლება წამოვიდეს უნგრული, გერმანული და სხვა ხორბალი. საქართველოსთვის ღიაა ყაზახეთის მიმართულება, თურქეთის მიმართულება. რუსეთიდან ჯერ კიდევ ძველი კონტრაქტებით შემოდის ხორბალი. თანხები უკვე გადარიცხულია და ვალდებულება არსებობს ხორბლის მოწოდების. ამ ეტაპზე, ქვეყანას გააჩნია ერთი თვის მარაგი ხორბლის სახით და ერთი თვის მარაგი ფქვილის სახით“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.“

1 თვის ხორბლის და 1 თვის ფქვილის მარაგი გვაქვს – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები