„ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩება თუმცა, რაც შემოვა, იქნება ძვირი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„ერთთვიანი მარაგი არის ხორბლად და დაახლოებით 1 თვიანი ფქვილად. სწორედ, მარაგის დანიშნულება ის არის, რომ კრიზისულ მომენტებში მყისიერი დარტყმები არ მოხდეს ქვეყანაზე. მეორე შემთხვევაა გადართვა სხვა ბაზრებზე. მათ შორის ყაზახეთზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა.

მისი შეფასებით, ფასების ზრდა რომ არ მოხდეს, მთავრობა სუბსიდირებასაც განიხილავს.

„ხორბლის გარეშე ქვეყანა არც ერთ ვარიანში დარჩება, თუმცა, რაც შემოვა, იქნება გაცილებით ძვირი, რადგანაც რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ვერ აწოდებს ხორბალს. რასაკვირველია, გარკვეულ ვადაში, შესაძლებელია, ეს ბაზარზე აისახოს.  ჩვენთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მარაგების შევსება ნებისმიერ ფასად, რადგან ქვეყნები ეძებენ ხორბალს და ცდილობენ, გადაეწყონ ახალ ლოჯისტიკურ ხაზზე. ფასი იქნება მაღალი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში.

1 თვის ხორბლის და 1 თვის ფქვილის მარაგი გვაქვს – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები