პუტინი უკან არ იხევს და გეგმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ გეგმებში უკან დახევას არ აპირებს. როგორც პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას  განაცხადა, ამოცანა ნებისმიერ შემთხვევაშ შესრულდება.

„კრემლის“ ინფორმაციით, პუტინმა დაადასტურა, რომ უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის დემილიტარიზაციაზე და ნეიტრალურ სტატუსზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან არასოდეს დაემუქროს საფრთხე.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება და მოლაპარაკებების გაჭიანურებით დროის მოგების მცდელობა, მოსკოვის მხრიდან კიევის მიმართ მხოლოდ დამატებითი მოთხოვნების გაჩენას გამოიწვევს“, – ვკითხულობთ  ინფორმაციაში.

მსგავსი თემები