„არა და არასდროს“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ მყარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ამბობს: „არა და არასოდეს“.

„სიტყვას ვასრულებ და მგონი არავინაა, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე  (უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება) დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი, რომ  ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი“ – განმარტავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შეწყალება ზეპოლარიზაცია უფრო იქნება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები