“სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

„მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას ცხადია აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს “სასამართლო პროცესებში”, ბრჭყალებში იმიტომ, რომ ცხადია ეს არ არის სასამართლო პროცესები და მისთვის მნიშვნელოვანი არის ქართველ მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან საუბარი, თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზიდან,” – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები