“ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განმარტებით, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე.

მისივე თქმით, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის გამო შესაძლებელია კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს.

“პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

მსგავსი თემები