გავიდნენ ქუჩაში, გამოთქვან პროტესტი, მაგრამ კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ – შოთა ხაბარელი ოპოზიციაზე ​

  •  

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს, ოპოზიციას კი აქციების გამართვა ყველა შემთხვევაში დაგეგმილი ჰქონდა.

როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შეუძლიათ გავიდნენ ქუჩაში, გამოთქვან პროტესტი, მაგრამ  კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ.

​დეპუტატის აზრით, როდესაც არჩევნების შედეგებში 20%-იანი სხვაობაა, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ უნდა იყოს. ​

​საქართველოს​ უკვე ჰყავს საუკეთესო პრეზიდენტი ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის სახით, აქ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ არჩევნები ჩატარდა არასწორად. შედეგი იყო 60-40%-ზე აქედან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს საფუძველი პროტესტი გამოხატოს ან რაიმე სახით პროტესტი ქუჩაში გადაიტანონ. თუ გადავხედავთ მათ მოთხოვნებს, ცალსახად ჩანს, რომ მათ ეს დაგეგმილი ჰქონდათ. როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო ეს არჩევნები, ისინი მაინც გამოვიდოდნენ ქუჩაში, გამოთქვამდნენ პროტესტს და მოუწოდებდნენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ”, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

მისი აზრით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციები ფართომასშტაბიანი არ იქნება,  “რამდენიმე დღე გაგრძელდება მათი პროტესტი და ჩაჩუმდებიან”.

მსგავსი თემები