უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
45 წლის ქართველი სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.
მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ადგილზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.