Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 745 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.57%.