500-კაციან დარბაზს 10 კაცი გარედან აგინებდა – კარლო კოპალიანი წინასაარჩევნო გარემოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტურის წინ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მუდმივად იყვნენ მობილიზებულნი გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მას და შეხვედრაზე მისულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

​სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ბულინგის შემთხვევებზე კარლო კომპალიანმა დღეს, „მედიაცენტრ მთავარშიგამათულ პრესკონფერენციზე ისაუბრა. მისი შეფასებით,  სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არ მოხვდა “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.

​პირველ ტურში მე ვახლდი ქალბატონ სალომეს 63 მუნიციპალიტეტში, როცა ის წინასაარჩვნო შეხვედრებს მართავდა. “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თუკი ესწრებოდა ამ შეხვედრებს, 40-დან 10 დარღვევის შესახებ მაინც დაწერდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონ სალომეს დაემუქრნენ შუბლის გახვრეტით. დანარჩენი 39 თურმე ყოფილა ბატონ ვაშაძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან. მინდა მოგახსენოთ, რომ იმ 63 შეხვედრიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩავატარეთ, ყველგან პოლიციის თანამშრომლები გვიცავდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ კანდიდატის მიმართ და არამარტო. მე პირადად, რამდენჯერმე მოვუწოდე ამ პირებს, მოქცეულიყვნენ სწორად და ღირსეულად. რატომღაც ეს ანგარიშებში არ გვხვდება და თურმე საოცარ, არათანაბარ პირობებში ატარებს საარჩევნო კამპანიას გრიგოლ ვაშაძე.

​კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ დასკვნას, იმიტომ, რომ მე ვარ მომსწრე და ჩემს გარდა კიდევ მრავალი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა. 500 კაცი დარბაზში იჯდა და 10 კაცი გარედან აგინებდა ამ 500 კაცს. ეს არაა ის გზა, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანას გამარჯვებისკენ წაიყვანს“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა “მთავარში“.

კოპალიანის თქმით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მსგავსი სახის მუქარები, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მის მიმართაც ხორციელდებოდა, ხშირად ემუქრებიან შვილების სიცოცხლის ხელყოფით.

“ამის უკან ინდივიდები არ დგანან, ამის უკან დგას დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. ეს ვინმე ინდივიდის მიერ გაგზავნილი მესიჯი არ იყო, ეს არის ის მესიჯი, რომელიც მე გამოვცადე პირადად 2009 წელს აპრილის აქციების დაწყების წინ, როდესაც ჩემს ტელეფონზე შემოდიოდა სისტემატიურად დაფარული ზარები, მესიჯები. მე მყავდა მაშინ მცირე წლოვანი, დაობლებული შვილები და მემუქრებოდნენ: „თქვენი შვილები არ გეცოდებათ?“, „ შენ ბიჭო, ვის ებრძვი!“, „გაგამწარებთ, ისე რომ სიცოცხლე არ მოგინდება!“, – აცხადებს კარლო კოპალიანი.

 

მსგავსი თემები