პარტია “საქართველოსთვის” განცხადება ზუგდიდის საკრებულოს წევრისა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე

პარტია “საქართველოსთვის” 2021 წლის 20 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიასა, და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას აკეთებს.

,,პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.  აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი – დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა.” – წერია განცხადებაში.
,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:
• დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე მომხდარი თავდასხმა;
• დროულად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა, მათ შორის მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან;
• დროულად მიანიჭონ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია;
• დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას.”

მსგავსი თემები