თალიბები ალკოჰოლის წინააღმდეგ – 3 ტონა სასმელი წყლის არხში ჩაღვარეს

თალიბებმა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 3 ტონა ალკოჰოლი ქაბულის წყლის არხში ჩაღვარეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე ალკოჰოლის გამყიდველის დაკავება მოახერხეს და სასამართლოს გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ თალიბანმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსლიმებმა თავი მკაცრად უნდა შეიკავონ ალკოჰოლის წარმოებისა და რეალიზაციისგან.

მსგავსი თემები