პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ კანონის სასწრაფოდ შეცვლა მოითხოვა

  •  

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე შეცვალონ არჩევნების შესახებ კანონი, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის.

„ ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის, რომ სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებასა და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები