„გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ზურა ჟვანიას სიტყვები გაიხსენა: „ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა“, –  განაცხადა პრეზიდენტმა და დასაქმების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული რეალობა შემდეგია, მოქალაქეები მზად არიან, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება.

“მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები