ელექტროენერგიის საფასურს სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა დროს გადაიხდიან

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში კომპანიის მიერ გატარებული 2021 წელი სრულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ დადგინა სპეციალური ვადები ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურის გადახდისათვის.

„ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საფასურის გადახდისათვის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა გადასახდელი ვადები ექნებათ. მაგალითისთვის, პენსიონერები კალენდარული თვის 16 რიცხვამდე არიან ვალდებულნი საფასურის გადახდის. 22 რიცხვამდე კი გადაიხდიან ის პირები, რომლებიც სარგებლობენ სოციალურად დაუცველის ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით. საარსებო შემწეობის მიმღებნი ან რაიმე სოციალური პაკეტის მომხმარებელი პირებიც 22 რიცხვამდე გადაიხდიან საფასურს,“

სემეკის თავმჯდომარემ ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის ახალი ერთიანი სისტემის დანერგვაც დააანონსა.

მრიცხველთა წაკითხვის ახალი ერთიანი სისტემა მოაწესრიგებს აღრიცხვიანობის პრობლემებს. კონკრეტულად კი წაიკითხება და აღირიცხება თვის ბოლო დღეებში, ხოლო ელექტროენერგიის საფასური კი მომხმარებლებს ყოველი თვის დასაწყისში დაერიცხებათ. მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. მკაცრად ვაკონტროლებთ კომპანიების საქმიანობას, “, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები