,,გაზრდილია ექიმის ოჯახში, უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანია” – ღარიბაშვილი აზარაშვილზე

,,ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში” – ასე წარადგინა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი,ზურაბ აზარაშვილი.

ასევე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მინისტრი იქნება გამოცდილი კადრი და ისეთ დიდ სამინისტროს, როგორის ჯანდაცვის სამინისტროა, სწორედ გამოცდილი კადრი უნდა ხელმძღვანელობდეს.

“ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ფინანსების მართვის დიდი გამოცდილება. არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო “დელტას” ასევე, ,,თბილავიამშენის” ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს  გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მინდა, ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა. მინდა აღვნიშნო რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს აქვს დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის მესამედი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები