,,ეროვნული შერიგება გვჭირდება, მზად ვართ, ეს პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს” – მეუფე ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, განაცხადა, რომ ქვეყანას ეროვნული შერიგება სჭირდება.

როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესია მზადაა, ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ეკლესიამ განაცხადა და ის ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში”,- განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მსგავსი თემები