ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ენმ-ის ოფისთან შიმშილობა ორმა ადამიანმა შეწყვიტა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მოთხოვნით, ათობით ადამიანი შიმშილობს. დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას “მოძრაობა საქართველოსთვის” ორი წევრი გამოეთიშა.

ისინი შეუძლოდ გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მას სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა დაუფიქსირდა, მეორეს კი მაღალი არტერიული წნევა აქვს.

მართალია მათ შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ ისინი სხვა აქტივისტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც პროტესტს მათ ნაცვლად გააგრძელებენ.

“ორმა მოშიმშილემ ექიმების რეკომენდაცია მიიღეს, რომ უნდა შეწყვიტონ შიმშილობა, შაქარი ძალიან გაეზარდათ მათ და შეწყვიტეს შიმშილობა, ჩვენთვის მიზანი არ არის ადამიანის ცუდად ყოფნა, ჩვენი მიზანია სამართლიანი პროტესტი”, – განაცხადა კახა ხაბაზმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილი 12 კარავში 320 ადამიანი შიმშილობს.

მსგავსი თემები