ბუნებრივი აირის გაჟონვას 22 წლის გოგონა ემსხვერპლა

თბილისში, დიდუბის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, – მიმართავს კომპანია მოსახლეობას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამსართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი თემები